სერტიფიკატები და ტრენინგები








ინტელის სასწავლო კურსი


ინტელის სასწავლო კურსის ანგარიში
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
·                     პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·                     სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·                     თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·                     საპროექტო იდეების გენერირება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·                     სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
·                     სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
·                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
·                     შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
·                     დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
·                     შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
·                     პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
·                     იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
·                     საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
·                     ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
·                     ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
·                     ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
·                     სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
·                     მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
·                     სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
·                     მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
·                     შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
·                     თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·                     შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·                     თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
·                     შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
·                     დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
·                     მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
·                     მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
·                     კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
·                     დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     განხორციელების სტრატეგიების განხილვა
·                     დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
·                     საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
·                     შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
·                     პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     ინტელის ძირითადი კურსის შეფასება






ტრენინგის " სპეციალური პედაგოგის" ანგარიში
       ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებლის სახლი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისაი მასწავლებლის სახლი 2013წლის 23/24 ნოემბერი და  01/02/03/04/05/06/14/15/16/17/18/21/22 დეკემბერი                                                  
კურსის ხანგრძლივობა 75 საათი                                                                                                    
ტრენინგი ეხებოდა განვითარების დარღვევებს და მის გავლენას სწავლაზე; ქცევით და ემოციურ დარღვევებს და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.                                            
ტრენინგს უძღვებოდნენ განათლების ფსიქოლოგი–თამარ ნაკაიძე და ნეიროფსიქოლოგი მერი ჭელიძე                                                                                                                                        
ტრენერებმა გაგვაცნეს  სპეციალური პედაგოგის უფლება– მოვალეობები, რომ ის მუშაობს მოსწავლის აკადემიურ და შემეცნებითი უნარების განვითარებაზე. რომ იგი არ ადგენს საგნობრივ გეგმას არამედ ეხმარება საგნის მასწავლებელს. გავეცანით თუ როგორ უნდა განიცადოს ესგ–ემ ადაპტირება. ვიმუშავეთ ჯგუფებში მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე –აქტივობებით.




ძალიან საინტერესო იყო განვითარების დარღვევების მოდული. სხვადასხვა დარღვევების განხილვის შემდეგ დავალებად მოგვეცა ერთ–ერთი დარღვევის პრეზენტაციის გაკეთება, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია                                  



ტრენინგის ბოლო ხუთი დღე განვიხილეთ რთული ქცევა, მასზე დაკვირვება, მისი მიზეზები;                                                                                                                                
ტრენინგი ძალიან მომეწონა, სასურველი იქნება თუ ამ ტრენინგს ყველა მასწავლებელი გაივლის, რადგან თითოეულ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მადლობა ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერებს.                                                                                       
Добавьте подпись
ტრენინგის „მასწავლებლის პროფესიული  განვითარება, თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება“ წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:  „მასწავლებლის პროფესიული  განვითარება, თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება“ .
ჩამტარებელი ორგანიზაცია:მასწავლებლის სახლი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლიობა: მასწავლებლის სახლი
29,30 ივნისი 2013წელი
სამუშაო შეხვედრის მიზნები და ამოცანები
     მოსწავლეზე ორიენტირებული მოდგომა
     სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა
     მოსწავლის მოტივაციის გაზრდა
     დისციპლინა
         მოსწავლეთა ჩართულობა

     მასწავლებელთა პროფესიული  განვიარების ხელშეწყობა. მასწავლებლის თვითშეფასების და კოლეგების ურთიერთშეფასების ძირიადი ასპექტების გაცნობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის სამუშაო ვარიანტის გაცნობა

  აღნიშნული ტრენინგი შემთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავდა. უფრო კარგად გავეცანი მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების ასპექტებს. მომავალი სასწავლო წლიდან აუცილებლად მეყოლება  „კრიტიკული მეგობარი“, აქტიურად ვიმუშავებ თვითშეფასების კუთხით





ტრენინგის " საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები მე–7 კლასი" წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებლის სახლი                                                                      
ჩატარების დრო და ხანგრძლივობა:თბილისის მასწავლებლის სახლი 20/23 სექტემბერი 2013 წლის,18 საკონტქტო საათი

აღწერა: ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან მე-7 კლასში საგნის სწავლების ტრუქტურას.ამასთან დაკავშირებით ეროვნულ სასწავლო გეგმის შინაარსა და ცვლილებებს.მოხდებასაკითხების დეტალური და სიღრმისეული განხილვა. დრო დაეთმობა როგორც თეორიული მასალის ათვისებას, ისე სავარჯიშოების შესრულებას.ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ზრდას.
სამიზნე ჯგუფი: ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის ის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან აღნიშნულ საგანს


ტრენინგის „ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo“  წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი „ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo“ 
ჩამტარებელი ორგანიზაცია:მასწავლებლის სახლი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლიობა: ქ.რუსთავი  21 საჯარო სკოლა
8,9  დეკემბერი 2012წელი
სამუშაო შეხვედრის მიზნები და ამოცანები
პირველი დღე
სესია
დრო
წარდგენა და გაცნობა
10წთ
მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა
10წთ
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები. საორგანიზაციო საკითხები
10წთ
რა არის ედმოდო? სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის
30წთ
მასწავლებელთა რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში http://edmodo.com/
30წთ
სიმულაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში. როლური თამაში: ტრენერი მასწავლებელის ხოლო მასწავლებლები მოსწავლეების როლში
30წთ
დებრიფინგი - ვირტუალური საკლასო ოთახი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში.
10წთ
პრაქტიკული სამუშაო http://edmodo.com/
25წთ
საშინაო დავალება
15წთ
შეჯამება, დღის დახურვა
10წთ
სესია
დრო
მისალმება, წინადღის განხილავა
10 წთ
ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა და დაცული სოციალური სივრცე განათლებისათვის
10 წთ
საშინაო დავალების განხილვა
10 წთ
პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფებში
30 წთ
ჯგუფების პრეზენტაცია-პრაქტიკული მუშაობა როლური თამაში
50 წთ
გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები
15 წთ
D-GP-IP ედმოდოს სერვისების გამოყენება
20 წთ
პრაქტიკული მუშაობა
20 წთ
ტრენინგ-დღის დახურვა. შეფასების ბარათების შევსება
15 წთ
Добавьте подпись

,, პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში“ 


წერილობითი ანგარიში
ორგანიზაცია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ჩატარების ადგილი - თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. 1-  მასწავლებლის სახლი
ჩატარების თარიღი - 17.  09.  – 19. 09. 2013
ხანგრძლივობა - 12საათი
ტრენინგის მიზნები: პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ტრენინგის მიზანია, პედაგოგებს გადასცეს ის ფსიქოლოგიური ცოდნა და გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ კლასში ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების გადალახვასა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
ტრენინგ-მოდულის საკითხები: 
·         საკლასო სიტუაციებში წამოჭრილი ფსიქოლოგიური პრობლემების კლასიფიცირებადა პედაგოგის როლი მათს გადაწყვეტაში;
·         პედაგოგისათვის აუცილებელი ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევები მის წინაშე მდგარი სირთულეების დასაძლევად;
 ·        რთულ პედაგოგიურ სიტუაციებში მოსწავლეთა ქცევის ფსიქოლოგიურიანალიზის გასაკეთებლად      პედაგოგებში საჭირო უნარების გამომუშავება
·         ბავშვის ქცევაში სირთულეების გამომწვევ ფსიქოლოგიურ მიზეზებშიგასარკვევად პედაგოგებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
·         მშობლებთნ ურთიერთთანამშრომლობის ხელშესაწყობად პედაგოგებეისთვის სათანადო ფსიქოლგიური რეკომენდაციების მიწოდება და მათში საჭირო უნარების გამომუშავება ასეთი თნამშრომლობისთვის.
·         ემოციური მახასიათებლების მიხედვით ბავშვთა ტიპოლოგიურ თავსებურებებში პედაგოგთა გარკვევა და სხვადასხვა ტიპის ბავშვთან წარმატებული ურთიერთობისათვის მათში სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
·         ბავშვთან ურთიერთობაში წამოჭრილი სირთულეებისდასაძლევად პედაგოგებისათვის ცალკეული ფსიქოლოგიური მეთოდიკების გაცნობა და მათი ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება.
ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით. გამოიკვეთა მსმენელთა მოლოდინები და მათი კავშირი ტრენინგის პროგროგრამის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებთან. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა და ერთობლივად შევიმუშავეთ თანამშრომლობის წესები.შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთა სასკოლო ფსიქოლოგიური პრობლემები და მათი კლასიფიკაცია. ამავდროულად გამოვლინდა პედაგოგისთვის აუცილებელი პრიორიტეტული თვისებები და უნარ-ჩვევები: ობიექტურობა, სამართლიანობა, თვითკრიტიკულობა, ყურადღებიანობა, პასუხიმგებლობა, გაწონასწორებულობა, სიტუაციის ანალიზის უნარი, მოსწავლესთან თანამშრომლობის უნარი, კოლეგიალობა, მშობლებთან ურთიერთობის უნარი და ა. შ.
შესვენების შემდეგ  გავაანალიზეთ მოსწავლის ქცევა რთულ პედაგოგიურ სიტუაციაში.განვიხილეთ 5 პედაგოგიური სიტუაცია და ვიმსჯელეთ, თითოეულ სიტუაციასთან მიმართებით მოცემული მითითებების მიხედვით.
ტრენინდის 1-ლი ნაწილი დამთავრდა ამ დღის საქმიანობის მიმოხილვით.
მეორე დღე
ტრენინგი განახლდა ბავშვის ქცევითი სირთულეების გამომწვევი მიზეზების გაანალიზებით. ასეთი მიზეზები შეიძლება იყოს: ა) სასკოლო შფოთიანობა; ბ) გარდამავალი ასაკი; გ) მაღალი ან, პირიქით, დაბალი (არაადეკვატური) თვითშეფასება; დ) ბავშვის ტიპოლოგიური მახასიათებლები
საკოლო შფოთიანობა არის დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის განცდასთან. გარკვეული დოზით შფოთვა და მრელვრება ყველა ტიპის სკოლაში აქვთ ბავშვებს, ეს განცდა ბუნებრივიცაა და სწავლაში წარმატების ერთ-ერთი გარანტია, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად საქმე გვაქვს შფოთვის დესტრუქციულ გამოვლინებასთან. ეს მაშინ ხდება, როცა შფოთვა არაორგანიზებულს ხდის ბავშვის საქმიანობას და ხელს უშლის ზარმატების მიღწევაში. ასეთ დროს ავადმყოფურად ეშინიათ მარცხის და ცდილობენ თავიდან აიცილონ ის, არ ასრულებენ დავალებას, რომელიც რთული ეჩვენებათ.
შფოთვა არასასურველ გავლენას ახდენს კრეატიულ, შემოქმედებით აზროვნებაზე. სასკოლო შფოთიანობის დაძლევის მიზნით აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ მის გამომწვევ მიზეზებს. ეს მიზეზებია:
·         ·         თანდაყოლილი ნერვულ-ფსიქოლოგიური ორგანიზაციის ბუნება;
·         მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და სიმკაცრე.
·         სწავლების სისტემისა და მასწავლებლის დამოკიდებულების თავისებურებანი;
·         მუდმივი სტრესი და საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ნეგატიური ინფორმაციის სიჭარბე.
·         მშობლების მხრიდან გადაჭარბებული მზრუნველობა.
·         სკოლის ხშირი შეცვლა და ახალ გარემოსთან, თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია;
·         სასკოლო ცხოვრების დაწყებისას არასათანადო მზაობა.
·         სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური დეფიციტი;
·         ოჯახური პრობლემები;
·         არასწორი აღზრდა, დოგმებზე დაფუძნებული, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მიდრეკილებებს;
·         ბავშვის იძულებითი მონაწილეობა მისთვის არასასურველ საქმეში;
·         ორიენტაცია ნიშანზე და არა შემეცნების პროცესზე;
·         ოჯახის და სკოლის მიერ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინააღმდეგობრიობა და შეუთვსებლობა;
·         მშობლების მიერ შვილის შესაძლებლობების არადეკვატური შეფასება;
·         მუდმივი ცვლილებები გარემომცველ სამყაროში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა.
·         აღზრდის ავტორიტარული სტილი;
·         ბავშვის შესაძლებლობების არაადეკვატური დავალების მიცემა.
·         დროის მცირე მონაკვეთში განმეორებადი საგამოცდო სიტუაციები;
რეკომენდაციები შფოთიანობის შესამცირებლად:
·         ·         მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის;
·         შევქმნათ სათნადო პირობები და გავუჩინოთ წარმატებულობის განცდა.
·         შევადაროთ მისი მიღწევები წინანდელ მისსავე მიღწევებს და არა სხვა თანაკლასელისას.
·         შეფასების დროს ჯერ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგია, შემდეგ კი გამოვთქვათ კონკრეტული სურვილი - რა არის გასაუმჯობესებელი.,
·         ხელი შევუწყოთ მისი შესაძლებლობების გამოვლენას არასასკოლო გარემოში.
·         დავაფასოთ მისი წარმატებები და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
·         შევაქოთ სწორედ მაშინ, როცა ამას იმსახურებს
·         ნუ დავაჩქარებთ, რომ კონკრეტულ დროში შეასრულონ დავალება და აუცილებლად სრულყოფილად.
·         ვერიდოთ მათ გამოკითხვას გკვეთილის დასაწყისში ან დასასრულს.
·         შევურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც უფრო ეფექტიანად გააკეთებენ.
·         მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები.
·         დავეხმაროთ შფოთიან ბავშვებს საკუთარ თვში დაურწმუნებლობის გადალახვაში, ვიყოთ გულწრფელი შქების დროს.
·         ვიზრუნოთ ჯგუფში მის უსფრთხოებაზე.
·         დავეხმაროთ ახალმოსულებს ადაპტაციაში;
·         სასურველია შევამციროღ ნიშნის ღირებულება ბავშვის თვალში;
·         წავახალისოთ მისი მცირე წარმატებაც კი.
გარდამავალი ასაკის თავისებურებები ( 10-11 წლიდან 15-16 წლამდე პერიოდი), რომლებიც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:
·         ·         ,,დიდად ყოფნის სურვილი“ ; ბავშვს აქვს სურვილი ისე ექცეოდნენ, როგორც თანატოლს. ეს გრძნობა კი არ უნდა ჩავახშოთ, პირიქით, სწორი მიმართულებით უნდა განვავითროთ.
·         პრესტიჟის, აღიარების მოთხოვნილება. (მოექეცი სხვას ისე, როგრც გსურს, რომ მოგექცნენ შენ)
·         გარდამავალი ასაკისთვის დამახასიათებელი მძაფრი ემოციური განცდები.
·         სხეულის პროპორციულობის რღვევა ამით გამოწვეული კომპლექსი.
·         სიყვარული გარდამავალ ასაკში.
·         გარადამავალ ასაკში სექსულური ინტერესის არასასურველი ფორმით დაკმაყოფილება.
·         დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება.
·         მეგობრობის ძლიერი მოთხოვნილება

მეორე დღე


ტრენინგი გაიმართა 8,9 დეკემბერს რუსთავის 21 საჯარო სკოლაში, მას უძღვებოდა ტრენერი თამუნა ლოსაბერიძე.
  ,,ვირტუალური საკლასო ოთახი edmodo” -ს შედეგად მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებას და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.ასევე მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
   ტრენერმა ისაუბრა-Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვისმოსწავლეებისთვის მშობლებისთვის. Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან. 
   ტრენინგზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის.  ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან ერთად საგანმანათლებლოს სოციალურ ქსელში „ედმოდო“ . აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს  ტრენინგზე მიღებულ უნარ-ჩვევებს.  











Комментариев нет:

Отправить комментарий