საჭირო მასალები

     მიტოზი
   გაყოფა უჯრედების უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ერთუჯრედიანი ორგანიზმების გამრავლება, მრავალუჯრედიანების ზრდა და განვითარება, სხვადასხვა უჯრედების ქსოვილებისა და ორგანოების შეცვლა და აღდგენა.
     უჯრედის გაყოფის ერთერთი ხერხია მიტოზი. მიტოზის ბიოლოგიური არსი იმაში მდგომარეობს, რომ გაყოფის შედეგად  ერთი დედისეული უჯრედიდან მიიღება ორი შვილეული უჯრედი, რომლებიც ქრომოსომათა ისეთივე კომპლექტს შეიცავს, როგორიც დედისეულ უჯრედში იყო. მიტოზი უზრუნველყოფს შვილეულუჯრედებში მემკვიდრული ინფორმაციის სრულად გადაცემას.
     უჯრედის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს ინტერფაზასა და მიტოზურ გაყოფას.
    ინტერფაზა მოიცავს G1, S, G2 ფაზებს, S ფაზაში ხდება დნმ_ის გაორმაგება ანუ დნმ_ის რეპლიკაცია. ინტერფაზას მოსდევს მიტოზი, რომელიც შედგება:
     
პროფაზაიწყება უჯრედის პოლუსებზე ცენტრიოლების განლაგებით.მათ შორის ხდება თითისტარას ძფების გაჭიმვა. პროფაზის ბოლოსთვის ბირთვის გარსი იშლება, ბირთვაკი კი ქრება.ქრომატინის ძაფები იწყებენ გამსხვილებას, დამოკლებას და ქრომოსომებად ჩამოყალიბებას. თითოეული ქრომოსომა წყვილი ქრომატიდით არის წარმოდგენილი

მეტაფაზაში ეკვატორულ სიბრტყეში განლაგდება თითოეული ქრომოსომა, რომელიც ორი ქრომატინისგან შედგება. ცენტრომერები თითისტარას ერთ-ერთ ძაფს ემაგრებიან და აწყებინებენ პოლუსებისკენ გადაადგილებას


.
ანაფაზაში პოლუსებისკენ მიემართებიან ქრომატიდები. როგორც კი მიუახლოვდებიან პოლუსს, მათ შვილეულ ქრომოსომებს უწოდებენ (საწყისისგან განსხვავდებიან იმით რომ ერთ ქრომატიდიანია

ტელოფაზაში ხდება პროფაზის საპირისპირო პროცესები: ქრომოსომები დესპირალიზდებიან, დაგრძელდებიან, ბირთვის გარსი და ბირთვაკი აღდგებიან, კარიოკინეზს თან სდევს ციტოკინეზი და მიიღება ორი შვილეული უჯრედი ქრომოსომათა იგივე რიცხვით



  სიცოცხლის ძირითადი ნიშნები

მოძრაობაცხოველები მცენარეებისაგან განსხვავებით აქტიურად გადაადგილდებიან.
   მცენარეებს აქვთ მოძრაობის გარკვეული  უნარი: მზისკენ გადახრა, სუროს მცოცავი ღერო,პარკოსნების ულვაშები.
   რაც შეეხება ერთუჯრედიანებს: ამებას გადაადგილება ცრუფეხების გამოზრდის საშუალებით ხდება( თხელი გარსის გამო ფორმას იცვლის)–ამებოიდური მოძრაობა ეწოდება, ქალამანა წამწამების მეშვეობით დაცურავს, ევგლენა შოლტის ბურღისებრი მოძრაობით გადაადგილდება;
    მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გადაადგილება სპეციალური ორგანოების საშუალებით ხდება,( საცეცეებით, ფარფლებით, ლასტებით, ფეხებით)რომლებიც
კუნთების მეშვეობით მოძრაობენ, ამ გადაადგილებას კუნთური მოძრაობა ეწოდება.

კვებაცოცხალ ბუნებაში კვების ორი ტიპი არსებობს: ავტოტროფული და ჰეტეროტროფული.
   ავტოტროფები ორგანიზმებია, რომლებიც მათთვის საჭირო ორგანულ ნივთიერებებს
მზის (ფოტოსინთეტიკოსები) ან ქიმიურ ნივთიერებებში (ქემოსინთეტიკოსები) დაგროვილი ენერგიის ხარჯზე ქმნიან. ასეთ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან მწვანე
მცენარეები, ქლოროფილის შემცველი ბაქტერიები და ქემოსინთეზის უნარის მქონე
 
ბაქტერიები.
.
ჰეტეროტროფები ბუნებაში არსებულ ორგანიზმთა უმრავლესობაა. მათ არ შეუძლიათ
დამოუკიდებლად აწარმოონ საკვები ნივთიერებები, ვინაიდან ქლოროფილი და ამისათვის საჭირო სხვა მექანიზმები არ გააჩნიათ. ჰეტეროტროფები მზა ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან.
სუნთქვასუნთქვასუნთქვა არის:ფიზიოლოგიურ პროცესთა ერთობლიობა, რომლის
შედეგადაც ორგანიზმი ღებულობს ჟანგბადს და ათავისუფლებს ნახშირორჟანგს.
     ყველა ცოვხალი არსება ერთნაირად სუნთქავს. ცხოველურ ორგანიზმთა ნაწილს ატმოსფერული ჟანგბადი სჭირდება, ნაწილი კი წყალში გახსნილ ჟანგბადს მოიხმარს.სუნთქვა შეიძლება ხდებოდეს სხეულის მთელი ზედაპირით ან სპეციალური ორგანოებით( ტრაქეები, ლაყუჩები, ფილტვები).
      მცენარეები ატმოსფერულ ჰაერში არსებულ ჟანგბადს  ფოთლის ბაგეების მეშვეობით შეითვისებენ.
  გამოყოფა–ორგანიზმიდან გამოიდევნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე და შხამიანი ნივთიერებები. ასეთი მავნე ნივთიერებები გამოიყოფა: საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლების, სუნთქვის ორგანოების და კანის საშუალებით. ერთუჯრედიანებში– მფეთქავი ვაკუოლოს საშუალებით, მცენარეებში–ბაგეების საშუალებით.
გაღიზიანებადობა–ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს უნარი რეაგირება მოახდინოს გარემოს
ცვლილებებზე. გაღიზინებადობა მას გადარჩენაში ეხმარება. მაგალითად, ძუძუმწოვრების
კანის სისხლძარღვები სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მომატებისას ფართოვდება. ამ
დროს გაიფანტება ზედმეტი სითბო. მცენარეებში გაღიზიანებადობა ნელა ვლინდება და გამოიხატება განსხვავებულ პირობებში ფოთლების, ფესვების, ღეროს ან ნაყოფის ზრდის
შენელებასა ან დაჩქარებაში.
ზრდა და განვითარება–ცოცხალი ორგანიზმები იზრდებიან საკვებიდან მიღებული ენერგიის ხარჯზე. ორგანიზმის მიერ სხვადასხვა მდგომარეობის გავლას, რასაც თან სდევს მისი გართულება და სრულყოფა, ზრდა-განვითარება ეწოდება. ყველა ორგანიზმის განვითარება ერთი უჯრედიდან იწყება.
გამრავლება– არის ცოცხალი ორგანიზმების უნარი წარმოქმნან თავისივე მსგავსი.
თითოეული ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია, მაგრამ გამრავლების
მეშვეობით სახეობის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.
გამრავლება უზრუნველყოფს სახეობის ძირითადი ნიშან-თვისებების თაობიდან თაობაში
გადაცემას.
          
              სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები

სიცოცხლე დედამიწაზე ორგანიზებულია და წარმოდგენილია სხვადასხვა დონეებით მოლეკულიდანბიოსფერომდე. დღეისათვის განარჩევენ სიცოცხლის ორგანიზაციის ათ დონეს:
განხვავება ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის თავს იჩენს მოლეკულურ დონეზე; სწორედ აქ გადის საზღვარი ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. მოლეკულურ დონეზე ყველა ცხოველის, მცენარის თუ ვირუსის სასიცოცხლო სუბსტრატს შეადგენს სულ 20 სახის ამინომჟავა და 4 სახის აზოტოვანი ფუძე. ისინი შედიან მათი ცილებისა და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში. მსგავსი შემდაგენლობისაა, აგრეთვე, მათი ნახშირწყლები და ცხიმები. ყველა ცოცხალ ორგანიზმში ენერგია მარაგის სახით ინახება
მოლეკულაში, რომლის სახელწოდებაა ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ). მემკვიდრული ინფორმაცია თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში მოთავსებულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში (დნმ), გამონაკლისს წარმოადგენენ ვირუსები, რადგან ზოგიერთ მათგანში აღნიშნული ინფორმაცია მოთავსებულია რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ).
უჯრედული დონეუჯრედი და მასში არსებული სტრუქტურები მათი აგებულების ძირითადი ნიშნებით ყველა ცოცხალ ორგანიზმში მსგავსია. ყველა ორგანიზმში მხოლოდ უჯრედულ დონეზეა შესაძლებელი ბიოსინთეზისა და მემკვიდრული ინფორმაციის რეალიზაციის განხორციელება. ამგვარად, უჯრედი სიცოცხლის უმცირესი ერთეულია, რომელსაც შეუძლია ყველა სასიცოცხლო ფუნქციის წარმართვა. მაგალითად, გული აგებულია უჯრედთა ერთ-ერთი ტიპის - გულის კუნთის უჯრედებისაგან. მათი შეკუმშვის უნარი განაპირობებს გულის ავტომატურ მუშობას.
ქსოვილური დონექსოვილური დონე უფრო მაღალია ვიდრე უჯრედული. ქსოვილს წარმოქმნის მსგავსი აგებულების, წარმოშობისა და ფუნქციის მქონე უჯრედთა ერთობლიობა. ქსოვილის უჯრედები ურთიერთკავშირში არიან და შეთანხმებულად მოქმედებენ. მაგ: გულის კუნთის უჯრედთა ერთობლიობა წარმოქმნის გულის კუნთოვან ქსოვილს;
ორგანოთა დონეორგანო წარმოქმნილია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ქსოვილისაგან, რომლებიც ერთად ასრულებენ განსაზღვრულ ფუნქციას. ყველა მრავალუჯრედიანი ცხოველის ორგანოების შენებაში მონაწილეობს მხოლოდ 4 ძირითადი სახის ქსოვილი. ეს ქსოვილებია: ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი და ნერვული. გული ორგანოა, რომელშიც კუნთოვანის გარდა, წარმოდგენილია ნერვული, ცხიმოვანი, შემაერთებელი და სხვა ქსოვილები. გული გადაისვრის სისხლს სისხლძარღვებში. 5 სახის ქსოვილი წარმოქმნის მცენარეთა ორგანოებს: მფარავი, მექანიკური, გამტარი, წარმომშობი და ძირითადი.
ორგანოთა სისტემების დონეორგანოთა სისტემების დონე წარმოქმნილია ორი ან რამოდენიმე ორგანოსაგან, რომლებიც ერთად უმთავრეს სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებენ. გული და სისხლძარღვები წარმოქმნიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რომელიც ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ჩვენს ორგანიზმში წარმოდგენილია კიდევ არაერთი ორგანოთა სისტემა: საყრდენ-მამოძრავებელი, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი, ენდოკრინული, გამრავლების და ნერვული სისტემები;
ორგანიზმულიორგანიზმული დონე ერთი მთლიანი ინდივიდია. ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების შეთანხმებული მოქმედება განაპირობებს ორგანიზმის, როგორც რთული ცოცხალი სისტემის განვითარებასა და ფუნქციონირებას;
 პოპულაციური დონეპოპულაციური დონე საერთო გარემოში ერთად მცხოვრები მცენარეთა ან ცხოველთა ერთი სახეობის ინდივიდთა ჯგუფია. პოპულაციის ინდივიდები არსებობისათვის მეტ-ნაკლებად ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. პოპულაცია არსებობს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.
ბიოცენოზური დონებიოცენოზური დონე არის მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა სახეობათა პოპულაციების ერთობლიობა, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე არსებობენ.
ეკოსისტემის დონეეკოსისტემის დონე არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი საარსებო გარემოს არაცოცხალი ფაქტორების ერთიანი ბუნებრივი კომპლექსი.

ბიოსფერული დონებიოსფერული დონე პლანეტაზე არსებულ ეკოსისტემათა ერთობლიობაა. იგი სიცოცხლის ორგანიზაციის უმაღლესი დონეა 


                                                       ნარკომანია


          ნარკოტიკები არის ის ნივთიერებები, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანის სხეულზე, გონებასა და ქცევაზე. ნარკოტიკები არის მცენარეული ან ქიმიური საშუალებები, რომლებიც ცვლიან ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს და ზეგავლენას ახდენენ ადამიანის გუნება–განწყობაზე, გრძნობასა და აღქმაზე.






       ნარკოტიკი ახალი ცნება არ არის. იგი უკვე მრავალი წელია, რაც ცნობილია და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მაგ. მედიცინაში სამკურნალოდ, ტკივილდამაყუჩებელ საშუალებად, სიამოვნების მისაღებად, მაგრამ ადრე მათ ასე ფართოდ არ მოიხმარდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ნარკოტიკების მოხმარების ბუმი დაიწყო.
    ყველა ნარკოტიკი საწამლავია, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკებს ზოგი მავნე, ზოგიც სასარგებლო თვისება გააჩნია, ამიტომააც მათ კაცობრიობა მცირე დოზებით მრავალი ათასი წლის განმავლობაში იყენებდა. ამ ნივთიერებების პოვნა და შეგროვება ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, ამდენად მავნედ მოხმარების პრობლემა ასე მწავედ არ იდგა. წარმოების განვითარებამ და სამრეწველო და ფარმაციული ქიმიის მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ძლიერმოქმედი ფრაქციების გამოყოფა. ოპიუმი, ჰეროინი – ეს ის ნივთიერებებია, რომელსაც ბუნებრივი მასალისგან იღებენ.
      ნარკოტიკები ეწოდება იმ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებენ და დამოკიდებულებას იწვევენ, როდესაც რაიმე ნივთიერება ან ქცევა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ადამიანი კარგავს თავისუფლებას და დამოკიდებული ხდება სიამოვნების მომტან საშუალებაზე. დამოკიდებულება არის მდგომარეობა, რასაც ადამიანის დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს.

        არსებობს ორი ტიპის დამოკიდებულება: ფიზიკური და ფსიქოლოგიური.
        ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევენ სხვადასხვა თანდართულ დაავადებებს, რომელიც არამიანს არ გაუჩნდებოდა ნარკოტიკი რომ არა. ასეთებია სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლა, ღვიძლისა და თირკმელებისა და პათოლოგიური ცვლილებები და რაც მთავარია, თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელიც უკუგანვითარებას იშვიათად ემორჩილება.
 დამოკიდებულების ძირითადი ნიშნები – სიმპტომები:
1.ნივთიერების ეფექტისადმი გაზრდილი ტოლერანტობა – ერთი და იგივე ეფექტების მისაღებად ადამიანს გაზრდილი დოზა სჭირდება;
2.ნივთიერების  მიღების შეწყვეტის სინდრომი – ტვინის უჯრედები ევევა ნივთიერებას. ადამიანები ერთი ნივთიერების მსგავსი ნივთიერებით ჩანაცვლებას ცდლობენ;
3.კონტროლის დაკარგვა სმაზე/გამოყენებაზე – ნივთიერების მიღება უფრო ხანგრძლივად ხდება, ვიდრე ადამიანი ამას გეგმავდა;
4.მუდმივი ზრუნვა ნივთიერების მოპოვებაზე – ადამიანები დიდ დროს უთმობენ ნივთიერების მოპოვებას და შენახვას;
5.ნივთიერების ავადმოხმარების შეწყვეტის წარუმატებელი მცდელობა – ადამიენებს უჩნდებათ სურვილი შეწყვიტონ, მაგრამ ვერ ახერხებენ;
6.დაქვეითებული შრომისუნარიანობა, სოციალური აქტობა –  ნივთიერების მოხმარების გამო გაუარესებული სოციალური და პროფესიული ურთიერთობები, ხდება პროდესიული დეგრაცია;
7.პრობლემის უარყოფა – ნივთიერების მოხმარებას მოჰყვება მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები, რომელსაც ადამიანები არ აღიარებენ;
   ერთი წლის განმავლობაში ამ 7 სიმპტომიდან 3 მაინც თუ აღენიშნება ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დამოკიდებულია ნივთიერებაზე.
                            ნარკოტიკების ჯგუფები

 
        კანონი განასხვავებს ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკებს. ალკოჰოლი, თამბაქო, კოპეინის შემცველი სასმელები, მედიკამენტები და სხვა ლეგალური ნარკოტიკებია. არალეგალური ნატკოტიკებია მარიხუანა, ოპიუმი და სხვა, მათი შენახვა და გავრცელება კანონით ისჯება.
                                              ოპიატები
ოპიატებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
·        ტაქიკარდია
·        თვალის გუგის შევიწროვება
·        კომა, სუნთქვის გაძნელება (მაღალი დოზის შემთხვევაში);
·        სუთქვის გაჩერება;
·        ნანემსარის კვალი კანზე;
·        ნაწიბური კანზე;

ოპიუმის მსოფლიო წარმოების 90% იმ სახელმწიფოებშია, სადა საერთაშორისო
საერთაშორის ორგანიზაციების საქმიანობა ნარკოტიკების წინააღმდეგ შეზღუდულია.
                                      კოკაინი
             კოკაინისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
·        ეიფორია
·        გუგების გაფართოება
·        ტაქიკარდია
·        აგზნება
·        მოუსვენრობა
·        ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა
·        ცხელება
·        კრუნჩხვები
·        ჰალუცინაციები
·        ინსულტი

                             ჰაშიში
დამახასიათებელია:
·        უმიზეზო მხიარულება და სიცილი;
·        ბევრი ლაპარაკი;
·        ფერებისა და ბგერების აღქმის გამკვეთრება;
·        პირის სიმშრალე;
·        ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნება;
·        თვალების ჩაწითლება;
·        მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება;
·        შფოთვა;
·        ჰალუცინაციები;
·        დეპრესია;
·        შიზოფრენიული მდგომარეობა;
·        პარანოიდული ილუზიები.





              ნარკოტიკების მომხმარებელთა ძირითადი ქვეჯგუფები:
Ø  ნარკოტიკების მომხმარებლები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება;
Ø  ინექციური ნარკოტიკების მოხმარება;
Ø  ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელთაც ჩამოუყალიბათ დამოკიდებულება – ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნარკოტიკების მომხმარებელთა ის კატეგორია, ვინც წამალდამოკიდებულების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და დახმარებისათვის სპეცოალიზებულ ნარკოლოგიურ დაწესებულებებს მიმართავს;
Ø  ნარკოტიკების მომხმარებლები მწვავე ინტოქსიკაციით მწვავე პერიოდში ესაჭიროებათ ხანმოკლე ინტენსიუტი თერაპია ან ფსიქიატრიული დახმარება. შემდგომში, საჭიროების მიხედვით, ნარკოლოგიური დახმარება ან თანმხლები დაავადებების მკურნალობა;
Ø  ნარკოტიკზე დამოკიდებული პირები აღკვეთის მდგომარეობაში... ამ ქვეჯგუფშს შეადგენენ ადამიანები, რომელთაც შეწყვიტეს ნარკოტიკების მოხმარება და გაიარეს დეტოქსიკაციის კურსი. მათ ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი;











Комментариев нет:

Отправить комментарий