суббота, 28 октября 2017 г.

სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის კლუბი


სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის კლუბი „ოჩოპინტრე“-ს წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის კლუბი „ოჩოპინტრე“ დაფუძნებულია მოსწავლეთა და ბიოლოგიის პედაგოგის საერთო ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე;
1.2. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი;
1.3.ჩვენი კლუბის მისამართია სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლია;
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1.მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
2.2.სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.3მოსწავლეთა ინიციატივების პროექტის სახით განმტკიცება;
2.4.საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.5.კონფერენციების, კონკურსების ორგანიზება;
3.კლუბში გაწევრიანება
3.1.კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის წევრი შეუძლია გახდეს  VIII-Xკლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და ინტერესებს;
3.3. მსურველებმა უნდა მიმართონ კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით);
3.4. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ლიდერი, პედაგოგთან შეთანხმებით;
3.5.კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბის საქმიანობების შესახებ;
3.6.გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება
4.1კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობა არაუმეტეს ოცდახუთი მოსწავლეა;
4.2.კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს კლუბის საქმიანობებს;
4.3. კლუბის ლიდერი ირჩევა 1 წლით;
4.4.ერთი და იგივე კანდიდატი ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნეს ორი ვადით;
5. კლუბის მუშაობა
5.1.კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ;
5.2.კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა  არანაკლებ ¾;
5.3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ,კლუბის წევრების ¾ მხარდაჭერის შემთხვევაში;
6.დასკვნითი დებულება
6.1.წესდება ძალაშია  კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან;
6.2.წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით;





Комментариев нет:

Отправить комментарий