суббота, 29 декабря 2018 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლების გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე

სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა
საბუნებისმეტყველო კათედრა

ნაშრომის ავტორი: თინათინ ბერიძე
უფროსი მასწავლებელი

თბილისი 2018

აბსტრაქტი


            მოცემული კვლევა ეხება კომპიუტერის გამოყენების უპირატესობას სასწავლო პროცესში და მის პოზიტიურ გავლენას მოსწავლეების  აკადემიურ მოსწრებაზე. ჩემი ჰიპოთეზა- კომპიუტერის გამოყენებას  სასწავლო პროცესში პოზიტიური გავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ წინა წლებისგან განსხვავებით დღეს ტექნოლოგია აქტიურადაა ჩართული ჩვენს ცხოვრებაში და შესაბამისად მოსწავლეებიც ხშირად იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისამებრ ტექნოლოგიას. პირველ რიგში შევადარე ორი კლასის მოსწავლეების ქულები ერთამენთს, ერთ კლასში არ ვიყენებდი კომპიუტერს სასწავლო პროცესში, ხოლო მეორეში აქტიურად ჩავრთე, მეორეს მხრივ ორივე კლასის მოსწავლეების შედეგებს ვადარებდი წინა წელს მიღებულ შედეგებს. მოცემული კვლევით ჩემი ჰიპოთეზა დადასტურდა. კვლევაში მონაწილეობდა სულ 38 მოსწავლე. აქედან მე-10კლასის მოსწავლე-18 , ხოლო მე8-20.
            მეცნიერები ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობენ ამ თემაზე- პირველ შემთხვევაში საუბრობენ კომპიუტერის გამოყენებით  სწავლების დადებით შედეგებზე, ხოლო მეორეს მხრივ უარყოფით შედეგებზე. საქართველოში კომპიუტერების გამოყენება სასწავლო პროცესში  ბუკების მეშვეობით 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა სანდო და ვალიდური კვლევა რამდენად პოზიტიურად მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ სფეროზე არ არსებობს.
            ჩემი მიზანია გავარკვიო მოქმედებს თუ არა მოსწავლის აკადემიურ სფეროზე პოზიტიურად კომპიუტერის გამოყენებით სწავლება, უნდა გამოიყენონ თუ არა მასწავლებლებმა აქტიურად კომპიუტერი ყოველ საგაკვეთილო პროცესზე, რამდენად საჭიროა კომპიუტერების გამოყენება სკოლისთვის. ვფიქრობ ეს თემა ნამდვილად იკვლევს მოსწავლის საჭიროებას და საინტერესო უნდა იყოს მოცემული კვლევის შედეგბი ნებისმიერი მასწავლებლისთვის.











სარჩეევი

3.კვლევის მიზნები და ამოცანები..............................................................................................................7
4.კვლევის დიზაინი......................................................................................................................................8
4.1სამიზნე ჯგუფი.........................................................................................................................................8
7. კვლევის მიგნებები.................................................................................................................................15
8.შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება...............................................................15
10 დასკვნა...................................................................................................................................................17





 





შესავალი:


            გამომდინარე იქიდან, რომ დღეს დღეობით ტექნოლოგიები აქტიურად ჩაერთო ჩვენს ცხოვრებაში, თუ უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობთ მათ დღის განმავლობაში, ვფიქრობ ტექნოლოგიების აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლის პროცესს. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ლუის ოსინი თავის სტატიაში Computers in Education in Developing Countries: Why and How, საუბრობს იმაზე, როგორ შეუძლია კომპიუტერს აუდიო-ვიზუალური უნარების განვითარება და რამდენად უფრო მოსახერხებელია მოარგო საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, როგორ ეხმარება კოგნიტური სტრუქტურების განვითარებასა და მასალის ათვისების სისწრაფეში ბავშვს კომპიუტერი (1998). გამომდინარე აქედან, მაშინ როცა კლასში რადიკალურად განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეები სხედან, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი მასწავლებელს რაიმე სახით დამხმარე საშუალება ექნება, რომლითაც მიაწვდის ინგორმაციას ბავშვებს. სხვადასხვა არხით შესული ინფორმაცია უფრო დიდხანს დარჩება მოსწავლის მეხსიერებაში და ამასთან ერთად უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის სხვადასხვა ტექნოლოგიების  ჩართვა საგაკვეთილო პროცესს. თუმცა მოსწავლის ინფორმაციის აღქმაზე, მხოლოდ ეს არ მოქმედებს რა თქმა უნდა იმაზე, თუ რამდენად ჩართულები იქნებიან მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში პირდაპირ პროპორციულად აისახება ბავშვის აკადემიურ სფეროზე. ამასთანავე ბავშვის შინაგანი მოტივაციის გაზრდაა ის რაზეც უნდა იზრუნოს მასწავლებელმა, რადგან გაკვეთილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოსწავლეში გაიზარდოს შინაგანი პასუხისმგებლობა სწავლის პროცესისადმი და მოსწავლემ გააცნობიეროს სწავლის ფასეულობა საკუთარი თავისთვის. (R.M Harden & J.J Smyth, Computer based studying guides, 2014)

1.ლიტერატურის მიმოხილვა

               1.1 მოსწავლის აკადემიური მოსწრება


    სანამ დავიწყებდეთ იმის განხილვას თუ რა ეფექტი აქვს კომპიუტერის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ზოგადად საინტერესოა იმის გარკვევა რა ფაქტორები უწყობენ ხელს მოსწავლის მაღალ აკადემიური მოსწრებას. ეს ფაქტორები შესაძლებელია იყოს, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი, როგორიციცაა მოტივაცია, თვითაქტუალიზაცია, შინაგანი არჩევანი, და ა.შ. რაც შეეხება გარეგან ფაქტორებს ასეთი შესაძლებელია იყოს ისეთი მასტიმულირებლები, როგორიცაა განმტკიცება, მშობლის დაჟინებული სურვილი, თუმცა ამათ გარდა შესაძლოა მოქმედებდეს ისეთი გარემოებები როგორიცაა მშობლის გავლენა ბავშვზე, მისი განათლების დონე, ოჯახის სოციო-ეკონომიური მდგომარეობა, რამდენად ხშირად კითხულობენ სახლში, დადიოდა თუ არა ბაღში, ასევე აქვს კავშირი იმასთან, როდის დაიწყო ბავშვმა საუბარი  (Andrejs Geske, Antra Ozola 2008).
            რუსეთში ჩატარებული კველვის მეტა-ანალიზმა, რომელიც იკვლევდა ისეთ შინაგანი ფაქტორების გავლენას აკადემიურ მოსწრებაზე (14-დან 16 წლამდე ბავშვებში), როგორიცაა  ცნობიერი თვით რეგულაცია, ინტელექტი და კოგნიტური მახასიათებლები, აჩვენა, რომ გარკვეულ წილად ყოველი მათგანი ურთიერთქმედებს ერთმანეთზე და წარმოადგენენ გარანტს მაღალი აკადემიური მოსწრების. (Varvara I. Morosanova, Tatiana G. Fomina, Irina N. Bondarenko, 2015). დღეს დღეობით ძალიან ბევრი კვლევა ფოკუსირებდა არაკოგნიტური ფაქტორების გავლენაზე მოსწავლის აკადემიურ წარმატებაში.  მეცნიერებმა მათ შორის აღმოაჩინეს ისეთი პიროვნული პრედიქტორები, როგორებიცაა: მოტივაცია, თვითშეფასება, თვითეფექურობა, პიროვნული პოტენციალი .  (Gordeeva, Leontiev, & Osin, 2011; Gordeeva & Osin, 2012; Kochergina, Nye, & Orel, 2013; Kornilova, Kornilov, & Chumakova, 2009; Kornilova & Novikova, 2013; Krapohl et al., 2014; Smirnov, Kornilova, Kornilov, & Malakhova, 2007; Spinath et al., 2006; Steinmayr & Spinath, 2009).

1.2 კომპიუტერის გამოყენება  სასწავლო პროცესში

         ტექნოლოგიების აქტიურმა განვითარებამ და შემოჭრამ ადამიანების ცხოვრებაში, საზოგადოების და მეცნიერების აზრი ორად გაყო, ერთის მხრივ რამდენად შეეძლო კომპიუტერს ჩაენაცვლებინა წიგნი, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელი იყო თუ არა წიგნისდა და კომპიუტერის ურთიერთთანამშრომლობა. თუმცა ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი რამდენად ხშირად იყენებს ბავშვი კომპიუტერს.  თუმცა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენამ რომ იმ ბავშვების ტესტების ქულა, რომლებიც გაკვეთილების მოსამზადებლად იყენებდნენ ტექნოლოგიებს, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, იმათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იყენებდა მას. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყოველთვის გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რისთვის იყენებენ ბავშვები ტექნოლოგიებს (Z.Xiao & M. Katsipataki 2012).
        კომპიუტერის გამოყენებამ სასწავლო პროცესში, ისტორიაში პირველად მისცა განათლების სისტემას გასაღები, თუ როგორ უნდა მოარგონ სასწავლო პროცესი ინდივიდუალურად ყველა მოსწავლეს, სადაც ჩართული იქნება ყველა ის უნარი, რითიც მოსწავლეს შეეძლება ინფორმაციიის ათვისება, შესაბამისად გაზრდის მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულწინად დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს თაივდანვე, მაგალითად კომპიუტერებში პროგრამების უზრუნველყოფა, გამართულად მუშაობა, მასწავლებლების დატრენინგება და გადამზადება, რადგან შეძლონ პროგრამების სწორად გამოყენება (Computers in Education in Developing Countries Why and How? Luis Osin. 1998). კვლევების მეტა ანალიზმა აჩვენა, რომ კომპიუტერის გამოყენება ბავშვებში მოქმედებს ბავშვის მიღწევებზე, უფრო ზუსტად , ბავშვის აკადემიურ მიღწევებზე. მათი გამოყენება სკოლებში საკმაოდ ეფექტურია და აისახება ბავშვის არა მხოლოდ აკადემიურ სფეროზე , არამედ მეტაკოგნიტურ უნარებზე. სწორედ ასეთი შედეგები აჩვენეს კვლევებმა, სხვა სკოლებთან შედარებით, სადაც არ იყენებენ ტექნიკას საგაკვეთილო პროცესში. ( Z.Xiao & M. Katsipataki 2012) .
            მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანმა კვლევამ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კომპიუტერის ჩართვას განათლების სისტემაში, უამრავი დადებითი ფაქტორები გამოავლინა, მაგრამ ამასთანავე უამრავი ისეთი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, როგორიცაა მასწავლებლების მზაობა ამ სიახლისადმი, მოსწავლეების დაინტერესება სხვადასხვა კუთხით,  საჭიროებების დანახვა კომპიუტერის და მისი გამოყენება როგორც დამხმარე საშუალება და არა როგორც წამყვანი საშუალება და რაც მთავარია ცნობიერების ამაღლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, რადგან ამ მიდგომის გამოყენება წარმატებული იყოს (Computer use in education Jan Van Den Akker, Paul Keursten and TJeerd Plomp,1988)
           იმ კვლევების საწინააღდეგოდ, რომლებიც საუბრობენ კომპიუტერის უარყოფით გავლენაზე ბავშვის აკადემიურ სფეროზე, Schwartz-ის კვლევა, რომელიც ეხებოდა კომპიუტერის გამოყენების პოზიტიურ ასპექტებს, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპიუტერის  დახმარებით სწავლება აუმჯობესებს კითხვის უნარს, რაც გულისხმობს ბავშვებს მიაწოდონ ინფორმაცია კომპიუტერული თამაშების სახით.
 24 საჯარო სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ, სადაც დაწყებითი სკოლის ბავშვები დაყოფილები იყვნენ 2 ჯგუფად, ერთ ჯგუფს ჰქონდა „მასწავლებელზე დაფუძნებული“ გაკვეთილი, ხოლო მეორე ჯგუფს კომპიუტერულ თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილი, კვლევის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ მეორე ჯგუფს უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ კითხვის უნარის შესაფასებელ ტესტში, ვიდრე პირველ ჯგუფს (Schwartz 1988).
            ამასთანავე მეცნიერები საუბრობენ იმ გარემოებებზე, რასაც მოაგვარებდა ტექნოლოგიის გამოყენება განათლების პროცესში:
-         მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს მოერგება, შესაბამისად უფრო მეტად გაუადვილდებათ შშმ პირებს საგაკვეთილო პროცესში ადაპტირება
-         პრეზენტაციების გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის საჯაროდ გამოსვლის კომპლექსების დაძლევას.
-         ამასთანავე, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ძალიან ნელა ითვისებენ მასალას, და არსებობენ ბავშვები ვისთვის ეს პროცესი ძალიან მარტივია, კომპიუტერის გამოყენებით  სწავლება, ორივე ჯგუფისთვის იდეალური იქნებოდა. ((Luis Osin, 1998).

2. საკვლევი საკითხის მიმოხილვა


მოკლე ინფორმაცია სკოლაში ბიოლოგიის სწავლებასთან დაკავშირებით:
2.1    სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის სწავლება მიმდირარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თემებისა და საათობრივი დატვირთვით. სასწავლო წლის დაწყებისთანავე შემუშავებული მაქვს წლიური სასწავლო გეგმა და შემაჯამებელი სამუშაოების გრაფიკი, ვაწარმოებ ეტაპობრივად შემაჯამებელი წერების ანალიზს. ერთი მასწავლებელი ასწავლ სკოლაში ბიოლოგიას. პერიოდულად გავდივარ ტრენინგებს, მაქვს საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართო სწავლასწავლების პროცესი.
2.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი კვლევის საფუძველი გახდა მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება  და ასევე  დაბალი მოტივაცია საბუნებისმეტყველო და კერძოდ ბიოლოგიის სწავლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საწავლო პროცესი ერთი შეხედვით მშვიდად მიმდინარეობდა ამან მიბიძგა გამომეკვლია ასეთი შედეგების მიზეზები, დამენერგა ახალი სტრატეგიები და მისი ეფექტიანობა საკუთარ პრაქტიკაში და შემეფასებინა მისი შედეგები. გაჩნდა კითხვები: რატომ დაფიქსირდა ასეთი ნაკლები ინტერესი? პრობლემა თემატურ საკითხების სირთულეშია, თუ საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვაში? აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე მოსწავლეებსა და მათი მასწავლებლებისათვის განმეხორციელებინა კვლევა. საკვლევი თემა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისა და ჩემი სკოლისათვის, უმეტესად მოსწავლეებისთვის. მაქვს დიდი სურვილი შეიცვალოს, გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებელი. რათა მოსწავლეებში მეტი ინტერესი გაჩნდეს. შესაბამისი ინტერვენციები და ამაღლდეს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.
 1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
ü  მასწავლებლები ახალ, თანამედროვე მიდგომებეს არ იყენებენ საგაკვეთილო პროცესში და არ არის მორგებული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
ü   შეცდომების შემთხვევაში მოსწავლეები ვერ იღებენ ეფექტურ განმავითარებელ უკუკავშირს. ( ვცდილობ დავნერგო წერილობითი უკუკავშირი კომპიუტერის გამოყენებით)
ü  დავალებების მიცემის დროს, არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და სურვილები.( მოსწავლეებს მოსწონთ დავალებები , სადაც გამოიყენებენ კომპიუტერს)
ü   ნაკლებია მასწავლებლების მიღებლობა საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერის გამოყენებასთნ დაკავშირებით;
ü  ტექნიკური მიზეზები;
    ვფიქრობ,   საკვლევი საკითხის  იდენტიფიცირება,  მიზნის  განსაზღვრა  და  ჩემ მიერ  განხორციელებული  ინტერვენციები  სარგებლის  მომტანი  იქნება  არა  მარტო ჩემთვის,  როგორც  პედაგოგისთვის,  არამედ  თავად  მოსწავლეებისთვის  და კოლეგებისთვისაც.
                                     სარგებელი მოსწავლეს:
   თუ სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება კომპიუტერი:
·                     დაეხმარება სწავლების პროცესში, რაც აისახება მის აკადემიურ     მოსწრებაზე
·          გამოუმუშავდება დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის გრძნობა;
           ·          გამოუმუშავდება კლასგარეშე მუშაობის უნარი;
     ·          აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში;
          ·          შეძლებს მასალის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლას;
·               მიიღებს ღრმა და საფუძვლიან ცოდნას;
·              განივთარებს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;

                                           სარგებელი მასწავლებელს:
თუ სასწავლო პროცესში გამოიყენებს კომპიუტერს:
·          საგნის შესაბამისი სტანდარტის სრულყოფილად დაფარვაში;
·          მოსწავლეთა აკადემიური და პრაქტიკული უნარების შესწავლასა და მართვაში;

                                 სარგებელი  კოლეგებისთვის:
·          ხდება  სხვისი  გამოცდილების  საკუთარ  პრაქტიკაში  დანერგვა;
·          ხელს შეუწყობს  თანამშრომლობითი  კულტურის  დამკვიდრებას;

3. კვლევის მიზანი  და  ამოცანები

   კვლევის მიზანია სწავლა- სწავლების პროცესში დეტალურად შევისწავლო  კომპიუტერის გამოყენება თუ როგორ აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,რატომ ვერ ხერხდება  საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვა  ან   გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.

 კვლევის ამოცანად  განისაზღვრა:
 ·   მე-10 კლასში  კომპიუტერის გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვა, პარალელურად მე-8 კლასში გაკვეთილიების წარმართვა კომპიუტერის გარეშე ;
·    ფოკუს–ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;         
·    მოსწავლეთა  და მასწავლებელთა გამოკითხვა;
 ·    მონაცემების შეგროვება  და ანალიზი;
 ·    შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია;


4.კვლევის დიზაინი
   4.1 სამიზნე  ჯგუფი
    სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორგომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლობს 245 მოსწავლე. აქედან  სულ კლვევაში მონაწილეობდა  38 ბავშვი, 20 მე-8 კლასელი, ხოლო 18 მე-10, აქედან 17 გოგონა (45 %),ხოლო 21 ბიჭი (55%). (პარალელური კლასები არაა სკოლაში)
    კვლევაში,  ასევე , მონაწილეობდნენ   საბაზო  და  საშუალო  საფეხურების ფიზიკის  მასწავლებელი, ასევე  მათემატიკის 2  მასწავლებელი,  საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრიდან ორი მასწავლებელი.

4.2.კვლევის მეთოდი


     გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერის გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვა არც ისე პოპულარულია  საქართველოში, გარდა იმ ფაქტისა, როდესაც დაწყებით კლასებში ბავშვები ბუკების მეშვეობით იწყებენ სწავლას, თუმცა მისი ეფექტურობის შესახებ, სანდო და ვალიდური კვლევები ინტერნეტში არ მოიძებნება. შესაბამისად რთულია იმის თქმა, როგორ მუშაობს  დაწყებით კლასებში კომპიუტერის გამოყენებით სწავლება ქართულ კულტურაზე.  და ამასთანავე ვინაიდან, ყოველთვის მიმაჩნია რომ მრავალფეროვანი გაკვეთილები, სკოლის პედაგოგებთან  ინტერვიუს  საფუძველზე  მივიღე  შემდეგი  ინფორმაცია:  გამოკითხულ  მასწავლებელთა  აბსოლუტური  უმრავლესობა  თანმხმდება  იმაზე,  რომ  დავალებების  მიცემისას  საჭიროა  გავითვალისწინოთ  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურებები, მათი  საჭიროებები  და  ინტერესები, თუმცა  ყოველთვის  ვერ  ახერხებენ  მოსწავლეებს  შეურჩიონ  მათ  ინტერესებსა და  შესაძლებლობებზე  გათვლილი  დავალებები.  გარდა  ამისა ,  ისინი  ხშირად  არ/ვერ  აფასებენ  მოსწავლეთა    წერით  საშინაო  დავალებებს  შესაბამისი   შეფასების რუბრიკების  გამოყენებით აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, გადავწყვიტე ჩამომეყალიბებინა შემდეგი ჰიპოთეზა კომპიუტერის გამოყენებით სწავლებას პოზიტიური გავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,
             იქამდე, სანამ დავიწყებდი კვლევის უშუალო ჩატარებას, ბავშვებს და მათ მშობლებს მიეწოდათ ინფორმირებული თანხმობის ფორმა და კითხვარები.(იხ. დანართი N1). მოცემული კვლევა არამარტო მოსწავლეების საჭიროებების დასადგენადაა საინტერესო, რეალურად გვაძლევს განსხვავებას იმ ორ ჯგუფს შორის, რომელშიც ვიყენებდი და არ ვიყენებდი კომპიუტერის გამოყენებით  სწავლებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგად პოპულაციაზე განზოგადება შეუძლებელია, კვლევაში მონაწილეთა სიმცირის გამო.
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

·    ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მხოლოდ მე-10 კლასის  მოსწავლეებისთვის,  რათა  გამეგო რამდენად ეხმარებოდა კომპიუტერი მათ შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებაში;
·    ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდი  გამოვიყენე  პედაგოგებთან (5 პედაგოგი) რათა გამერკვია იყენებდნენ თუ არა საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერს.
·    ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე  მე-10  კლასში, კერძოდ  ვაკვირდებოდი  ახდენდა  თუ  არა  გავლენას კომპიუტერის გამოყენება  დავალებების  შესრულების  ხარისხზე.

 კვლევის ვადებად  ნისაზღვრა  2018 წლის ოქტომბერი ,  ნოემბერი და დეკემბრის თვეები. დეტალურად გავწერე ამ პერიოდში  შესასრულებელი  აქტივობების  გეგმა:

აქტივობა

ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პრობლემის შერჩევა

ü 



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება


ü   


ინტერვიუ პედაგოგებთან

ü 


ü   

კითხვარების შედგენა, დამუშავება

ü 


ü   

ანკეტირება/ფოკუსირებული  დაკვირვება

ü 


ü   


მიღებული შედეგების ანალიზი

ü 


ü   

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

ü 


ü   

ინტერვენციის განხორციელება


ü 

ü   
ü 

ინტერვენციის შედეგების ანალიზი




ü   

კვლევის  შედეგების  კოლეგებისთვის  გაზიარება



ü 


ü   



5. კვლევის ინსტრუმენტი


        კვლევის ინტსტრუმენტის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია კვლევისთვის, ამასთანავე კვლევის ინსტრუმენეტზეა დამოკიდებული რამდენად სანდო და ვალიდური იქნება კვლევა. 
            როგორც უკვე აღვნიშნე კვლევაში მონაწილეობდა ორი კლასი, ორივე კლასთან შევიტანე საკვლევი კითხვარი, რომლის მიხედვითაც ვიგებდი რამდენ ხანს ატარებდნენ მოსწავლეები კომპიუტერთან, რა დანიშნულებისთვის იყენებდნენ კომპიუტერს, ფიქრობდნენ თუ არა რომ ტექნოლოგიის ჩართვა საჭიროა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, ისეთი გაკვეთილების მიმართ სადაც უფრო აქტიურად იყო ჩართული ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვარი უბრალოდ ბავშვის სუბიექტურ დამოკიდებულებებს ეხება, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია აქედან გამომდინარე, რომელიც კვლევის მეორე უფრო სანდო და ობიექტურ საზომთანაა დაკავშირებული. 
            იმისთვის, რომ გამერკვია რამდენად ეფექტური იყო კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლება, გამოვიყენე ორი კლასის მონაცემები, რომელთაც გარკვეულწილად მსგავსი პროგრამა აქვთ, ანუ მსგავს მასალას გადიან ბიოლოგიაში, რათა შემემცირებინა დამატებითი ცვლადის ფაქტორი, თუმცა სირთულე, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მაგრამ პროგრამისადმი დაძლევადობაც განსხვავებულია და შესაბამისია კლასების მიხედვით. მე-10 კლასში, სადაც კომპიუტერის  გამოყენებით სწავლებას ვიყენებდი გაკვეთილის სამივე ფაზაზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მოცემულ პირობებში, მუდმივად შემქონდა კომპიუტერი, მოსწავლეებს ვაწვდიდი აუდიო-ვიზუალური სახით მონაცემებს, ვაკეთებინებდი ქვიზებს, პრეზენტაციებს, ვიყენებდით ვირტუალურ ლაბორატორიას. ამ კლასის სემესტრულ ქულებს ვადარებდი მე-8 კლასის სემესტრულ ქულას, სადაც აბსოლუტურად არ ვიყენებდი ზემოთ აღნიშნულ მეთოდებს და ამასთან ერთად ორივე კლასის ქულას ვადარებდი წინა სასწავლო წლის  ქულებს.
            რაც შეეხება კითხვარის პირველ ნაწილს, მოცემული კითხვარი ცალსახად არ არის დაკავშირებული ჩემ კვლევასთან, თუმცა საინტერესოა დავინახოთ თუ ახდენს გავლენას კომპიუტერთან გატარებული საათების რაოდენობა აკადემიურ მოსწრებაზე ან კიდევ იმ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება, რომლებიც ეცნობიან შემეცნებით სიახლეებს ტექნოლოგიის მეშვეობით, განსხვავდება თუ არა იმათგან ვინც არ იყენებს.  ამ მონაცემებით, შესაძლეებლია დავინახოთ ტენდენციები და გამოვტანოთ დაკსვნა იმის შესახებ, როგორი გაკვეთილის ფორმამ შესაძლოა დააინტერესოს მოსწავლები.

 

6. კვლევის ანალიზი


                 შედეგების დავითვალე შედარების და პროცენტული წილების გამოანგარიშებით,  რადგან მოსწავლეთა რაოდენობა 38-ს არ აღემატებობდა, ადვილი იყო მარტივი სტატისტიკური მანიპულაციები მოცემულ რაოდენობაზე.
            პირველ რიგში, შევადარებ მე-8 კლასის ბიოლოგიის ქულები, მე-10 კლასელების ქულებს, ანუ იმ კლასებოს ქულებს ვადარებ, სადაც ვიყენებდი კომპიუტერზე დაფუძნებულ სწავლებას და სადაც არ ვიყენებდი მას, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება აჩვენა, მე-10 კლასის წლევანდელი საშუალო ქულა 7.7-ს შეადგენს, რაც განსხვავდება მე-8 კკლასის საშუალო ქულისაგან 6.5-სგან, რაც თვალსაჩინო განსხვავებას გვაძლევს იმ ორ ჯგუფს შორის, სადაც ვიყენებდი და არ ვიყენებდი ტექნიკას, ამასთანავე როგორც თავიდანვე აღვნიშნე ორივე კლასის ქულა შევადარე ამავე კლასების შარშანდელ ქულას, მაშინ, როცა იშვიათად ვრთავდი ორივე კლასში ტექნიკას.
მე-10 კლასის საშუალო ქულა გასული წლის შემოდგომის სემესტრში 7.0 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით კლასის საშუალო ქულა მომატებულია 0,7-ით, რაზეც გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ტექნიკის აქტიური ჩართვის დამსახურებაცაა, ხოლო მე-8 კლასის გასული წლის საშუალო ქულა 7,2-ს შევადარე წელს მე8 კლასის საშუალო ქულას 6.5 ,  ნიშნავს იმას რომ დაკლებლია, 0.7-ით.
           

 
სკოლის პედაგოგებთან  ინტერვიუს  საფუძველზე  მივიღე  შემდეგი  ინფორმაცია ( დანართი N 2):  გამოკითხულ  მასწავლებელთა  აბსოლუტური  უმრავლესობა  თანმხმდება  იმაზე, რომ სხვადასხვა არხით შესული ინფორმაცია უფრო დიდხანს დარჩება მოსწავლის მეხსიერებაში და ამასთან ერთად უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის გაკვეთილებს . ეს კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ბავშვის აკადემიურ  მოსწრებაზე.   

რაც შეეხება კითხვარის საკითხების ანალიზს კითხვაზე (დანართი N 3)

1.       ბიოლოგიის საშინაო დავალების შესრულებისას ხშირად ვიყენებ კომპიუტერს



2.ბიოლოგიის დავალების შესრულება სახალისოა თუ იგი კომპიუტერის გამოყენების საშუალებას მაძლევს

3. 3.შეესაბამება თუ არა კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებს.


4. კომპიუტერის გამოყენებით დაგეგმილი აქტივობები ეხმარება მასალის უკეთესად ათვისებასა და გააზრებაში

5. მოსწონთ  ბიოლოგიის  აქტივობებში ჩართულობის შესახებ  უკუკავშირის წერილობით მიღება



7.კვლევის მიგნებები                                     
საერთო ანალიზისას გამოიკვეთა:
  • მოსწავლეები ხშირად იყენებენ კომპიუტერს ბიოლოგიის დავალების შესრულების პროცესში;
  • მოსწავლეები ხალისით ასრულებენ  ბიოლოგიის საშინაო დავალებას, როდესაც კომპიუტერს იყენებენ;
  • კომპიუტერის გამოყენებით სწავლება ბიოლოგიაში შეესაბამება   მათ  ინტერესებსა  და  შესაძლებლობებს;
  • კომპიუტერიდ გამოყენებით დაგეგმილი აქტივობები ეხმარება მასალის უკრთესად ათვისებასა და გააზრებაში
  • მოსწონთ  ბიოლოგიის გაკვეთილების აქტივობების შედეგის უკუკავშირის წერილობით მიღება
 ასევე გამოიკვეთა:
 მასწავლებლები ყოველთვის ვერ  ახერხებენ გაკვეთილის ჩატარებას კომპიუტერის გამოყენებით,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება  უკეთესად აითვისოს მასალა , რაც წინაპირობაა აკადემიური მოსწრების გაუმჯობედსების.  
        გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ვერ  აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის კომპიუტერის გამოყენებით სასწავლო პროცესის დაგეგმვას.
                                                                                                                                           
8.შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი მე-10 კლასისათვის:

·    საბაზო   და  საშუალო  საფეხურის  კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა, სადაც დადებითადაა წარმოჩენილი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე თუ რა გავლენას ახდენს კომპიუტერის დამოყენებით სწავლება მის აკადემიურ მიღწევებზე; 
·    საბაზო   და  საშუალო  საფეხურის   კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ,კერძოდ  გაკვეთილებზე  ურთიერთდასწრება, ფოკუსირებული  დაკვირვება  და    კრიტიკული  მეგობრის“  რეკომენდაციების  გათვალისწინება;
·         გაკვეთილების დაგეგმვა , სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული კომპიუტერი სასწავლო პროცესში;
·    ისეთი  მრავალფეროვანი  დავალებების  შეთავაზება,  რომელშიც  მოსწავლეს თავად ექნება  შესაძლებლობა  აირჩიოს  მისთვის  სასურველი/ საინტერესო.

მოხდა   დაგეგმილი  ინტერვენციების    განხორციელება
·         საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მოვიძიე ინფორმაციები,  რომლებიც გადავუგზავნე ელექტრონული ფორმატით ჩემს კოლეგებს,(მათ შორის ინგლისური ენიდან ნათარგმნი), განვუსაზღვრე დრო მათ შესასწავლად, დავუგეგმე შეხვედრა . შეხვედრაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ლიტერატურაში მოცემულ საკითხებზე და ვიმსჯელეთ მის ეფექტიანობასა და პრაქტიკაში დანერგვის გზებზე.
·         დავესწარით ერთმანეთს გაკვეთილებზე სადაც  გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაზე ვიყენებდით კომპიუტერს;  (ინტერაქტიული ლექცია, ვირტუალური ლაბორატორია, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები, სქემების და დიაგრამების აგება, მოსწავლეთა და პედაგოგთა წერილობითი უკუკავშირი  და სხვა)
·          მოსწავლეებს ვაძლევდით საშინაო დავალებებს: მოძიებლი ინფორმაციის პრეზენტაციებს სხვადასხვა ფორმით,   Edmodo-ს  საშუალებით ტესტებს ( სამწუხაროდ ყველას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა)
     პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების ჩამოყალიბებაში .  გაკვეთილებზე  ურთიერთდასწრების  შედეგად აღმოჩდა, რომ მასწავლებლები უფრო ეფექტურად დაიყენებდნენ კომპიუტერებს სასწავლო პროცესში, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
   მთლიანობაში  შემიძლია  ვთქვა,  რომ  დაგეგმილი  და  განხორციელებული  ინტერვენციები შედეგიანი  აღმოჩნდა.  თუმცა,  ვერ ვიტყვი, რომ  პრობლემა  მთლიანად  აღმოიფხვრა, რადგან ხშირად ინტერნეტის უქონლობის ან ნაკლები სიხშირის გამო ვერ ხერხდება მოსწავლის ან მასწავლებლის იდეების განხორციელება, ასევე მოსწავლეთა ნაწილს არ აქვს  კომპიუტერთან წვდომა . ვიტოვებ  იმედს,  რომ  სწორად  დაგეგმილი  , მოსწავლეების  ინტერესებსა  და შესაძლებლობებზე  მორგებული  აქტივობები გავლენას მოახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

 9 . რეკომენდაციები მასწავლებლებს:

     მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას უნდა   გაითვალისწინონ:  
1)  რომ კომპიუტერის გამოყენებით სწავლება გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე;
2) კომპიუტერის დახმარებით   მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
3) მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები,
4) ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები  საკლასო და საშინაო აქტივობების დაგეგმვისას;
5) მოსწავლეებში  მოტივაციის  გაზრდისთვის მოსწავლეებისათვის სახალისო  უკუკავშირის წერილობით მიცემა.
 6) აგრეთვე საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება   პედაგოგებს  შორის:

რეკომენდაციების  მიცემის  შემდეგ  ინტერვენციების შედეგების შეფასება . შეფასების მიზანს წარმოადგენდა,   გამეგო:
·         რამდენად ეფექტური  აღმოჩნდა    სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება.
·         დაეხმარება თუ არა მოსწავლეს მასწავლებლის  მიერ კომპიუტერიის საშუალებით დაგეგმილი აქტივობები აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში.
     პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.  გაკვეთილებზე  ურთიერთდასწრების  შედეგად აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
    მთლიანობაში  შემიძლია  ვთქვა,  რომ  დაგეგმილი  და  განხორციელებული  ინტერვენციები შედეგიანი  აღმოჩნდა.  თუმცა,  ვერ ვიტყვი, რომ  პრობლემა  მთლიანად  აღმოიფხვრა  და  ამჟამად  ყველა  მოსწავლე და მასწავლებელი ფლობს უნარ-ჩვევებს, რომელიც კომპიუტერის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
    აუცილებელია მასწავლებლების მზაობა ამ სიახლისადმი, მოსწავლეების დაინტერესება სხვადასხვა კუთხით,  საჭიროებების დანახვა კომპიუტერის და მისი გამოყენება როგორც დამხმარე საშუალება და არა როგორც წამყვანი საშუალება და რაც მთავარია ცნობიერების ამაღლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, რადგან ამ მიდგომის გამოყენება წარმატებული იყოს.
10. დასკვნა (რეფლექსია)
დასკვნა (რეფლექსია)
ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში   სწავლა-სწავლების  პროცესში  გამოიკვეთა  ,  რომ  საბაზო   და  საშუალო   საფეხურის  კლასების  მოსწავლეთა  დიდი  ნაწილი  ან საერთოდ არ იყენებდა კომპიუტერს სწავლის პროცესში ან ნაწილობრივ იყენებდა.  არსებულმა  პრობლემამ  მაფიქრებინა,  რომ  შემესწავლა   საკითხები,  რომლებიც   უკავშირდება  კომპიუტერის გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში.  განხილული  ლიტერატურის  საფუძველზე  დავიწყე  საკითხის  კვლევა  ,  ვითანამშრომლე  ფიზიკის, მათემატიკოს, ასევე  საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის   მასწავლებლებთან , შევადგინე  კითხვარები   საბაზო და საშუალო  საფეხურის  მოსწავლეებისათვის  პრობლემის  გამომწვევი მიზეზების დასადგენათ .   მიღებულ მონაცემთა  ანალიზის  საფუძველზე    დავგეგმე  და  განვახორციელე  მთელი  რიგი  ინტერვენციები .
    პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლეების  მხრიდან  კომპიუტერის სწავლის პროცესში არ გამოყენების  მთავარი  გამომწვევი  მიზეზებია  მასწავლებლების ნაკლები ინტერესი და  კომპიუტერის  ხშირად   არ ჩართვა სასწავლო პროცესში, ასევე   მოსწავლეთა  ინტერესების, საჭიროებებისა  და  ასაკობრივი  თავისებურებების გაუთვალისწინებლობა;  პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
    აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა –  საბაზო  და  საშუალო  საფეხურზე   მასწავლებლების კომპიუტერული უნარების არქონა.
კვლევის  შედეგების  კოლეგებისათვის გაზიარება:   კვლევის შედეგების  კოლეგებისთვის  გასაზიარებლად    შევქმენი  სოციალურ ქსელში  დახურული  ჯგუფი, სადაც ავტვირთე   ჩემი  კვლევის შედეგები  და  ვთხოვე კოლეგებს  წერილობითი  სახით მოეცათ  რეკომენდაციები.   ზოგიერთმა  ჩემმა კოლეგამ  აღნიშნა  ,რომ   იზიარებენ  გატარებული ინტერვენციების  მნიშვნელობას  და  თანხმდებიან  იმაზე ,რომ  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინება  და  მათი ინტერესების შესაბამისი  დავალებების  მიცემა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპიუტერის ჩართულობას სწავლების პროცესში, ასევე უკუკავშირის კომპიუტერის საშუალებით მიცემაში. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები , სკოლაში  საკუთარი კვლევის მასალების პრეზენტაციის შემდეგ  დაისახა სამომავლო გეგმები  კომპიუტერის საგაკვეთილო პროცესში ეფექტურად გამოყენების შესახებ,

ბიბლიოგრაფია:


McCarrick, K., & Xiaoming, (2007). Buried treasure: The impact of computer use on young children’s social, cognitive, language development and motivation, Wayne State University
Detroit, MI USA.

Osin .L (1998). Computers in Education in Developing Countries:Why and How?
 Children and Parents: Media Use and Attitudes Report (2017)

Fiorini. M (2008). The effect of home computer use on children’s cognitive and
non-cognitive skills, School of Finance and Economics, University of Technology Sydney, Broadway.

R.M Harden & J.J Smyth (2014) Computer based studying guides.

Varvara I. Morosanova, Tatiana G. Fomina, Irina N. Bondarenko (2015) Academic
achievement: Intelligence, regulatory, and cognitive predictors



Barbara K. Given, John D. Wasserman, Sharmila A. Chari.  Karen Beattie, Guinevere F. Eden (2007) A randomized, controlled study of computer-based intervention
in middle school struggling readers

Jan Van Den Akker, Paul Keursten and TJeerd Plomp(1988), Computer use in education

 











დანართი:


დანართი N1

ინფორმირებული თანხმობის ფორმა
,, კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლების გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე
 კვლევაში მონაწილეობის შესახებ.
მშობლის სახელი, გვარი____________________________________თარიღი:__________
კვლევას ატარებს: თინათინ ბერიძე
კვლევის მიზანია: დაადგინოს მოქმედებს თუ არა ტექნოლოგიის აქტიურად ჩართვა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.
კვლევის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მასში მონაწილეობის გაგრძელებაზე.  არსად არ დაფიქსირდება ბავშვის სახელი, გვარი.  ბავშვისა და მშობლის შესახებ ინფორმაცია არის ანონიმური. 
გავეცანი მიმდინარე კვლევის პირობებს. ყველა ჩემთვის საინტერესო კითხვაზე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია. თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო კვლევაში. 
აღნიშნულს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით:
(სახელი გვარი გარკვევით)
მშობელი:  ________________________  / __________________________________________ /
(სახელი გვარი გარკვევით)

მკვლევარი: ________________________  / __________________________________________

დანართი N2

მასწავლებლების ინტერვიუს კითხვები:
1)      იყენებთ თუ არა სასწავლო პროცესში კომპიუტერს?
2)      რამდენად ხშირად იყენებთ გაკვეთილის მსვლელობისას კომპიუტერს?
3)      გეხმარებათ თუ არა კომპიუტერი გაკვეთილის უკეთ წარმართვაში?
4)      ავლენს თუ არა კომპიუტერის გამოყენება გავლენას მოსწავლის აკადენიურ მოსწრებაზე?
5)      თქვენი აზრით რომელი საფეხურიდანაა მიზანშეწონილი კომპიუტერის გამოყენებით სწავლება?

დანართი N3

1. სკოლის  სტატუსი: □  საჯარო         □ კერძო
2. მოსწავლის დაბადების თარიღი :______________
3. კლასი: _________
4. მოსწავლის  სქესი:           □ მდედრობითი               მამრობითი
5. დღის განმავლობაში რამდენ საათს უთმობთ კომპიუტერს?
1) არ ვიყენებ საერთოდ
2) 30-60 წთ     3)  2 საათი      4) 3 საათი       5) 4 საათი        6) 5 საათი და მეტი
6. ბიოლოგიის საშინაო დავალების შესრულებისას  იყენებთ თუ არა კომპიუტერს?
□ კი   □ არა
7.  სახალისოა თუ არა ბიოლოგიის დავალების შესრულება  კომპიუტერის გამოყენების საშუალებით?
□ კი      □ არა
8. შეესაბამება თუ არა კომპიუტერის საშუალებით სწავლება თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს?
□ კი      □ არა

9. გეხმარებათ თუ არა  კომპიუტერის გამოყენებით დაგეგმილი აქტივობები მასალის უკეთესად ათვისებასა და გააზრებაში?
  კი      □ არა
10. მოგწონთ  ბიოლოგიის  აქტივობების უკუკავშირის წერილობით მიღება?
   კი    □ არა




Комментариев нет:

Отправить комментарий